RSS Feed

პირველი პოსტი

სავარაუდოდ ამ პოსტს არ გამოვაქვეყნებ. დიდი პასუხისმგებლობაა იყო პირველი და და დაიწყო ისტორია რაღაც ახლის და მნიშვნელოვნის.  წამოსვლის დღიდან ვოცნებობ დაბრუნებაზე. იყო დრო, როცა არაფერი მინდოდა, საერთოდ არაფერი.. არ იყო გზა, მიზანი და სურვილი, მაგრამ მაინც ანათებდა სულში ერთადერთი სანთელი, რომელსაც საქართველო ერქვა.

იუთუბზე შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, სადაც აღწერილი იყო მადრიდის საკვირაო სკოლის კურთხევა და პრეზენტაცია.  სკოლა ქართულ ეკლესიის ინიციატივით და მხარდაჭერით დაარსდა და პატარა ემიგრანტებისთვის საქართველოს გაცნობას, ენის და ლიტერატურის სწავლებას ისახავს მიზნად. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, რომ ბარსელონაშიც დაარსებულიყო მსგავსი დაწესებულება. ნაცნობ ემიგრანტებში ვიკითხე და მითხრეს, რომ სკოლა უკვე დიდი ხანია გახსნილია და გამოვთქვი სურვილი, შემეტანა ჩემი მცირედი წვლილი ამ დიდ საქმეში. დასაწყისისთვის ფბზე ესპანეთში მცხოვრები ქართველების ჯგუფში გამოვაქვეყნე შეთავაზება, რომ ვასწავლიდი ქართულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას ნებისნიერ მსურველს, ასაკის მიუხედავად. იქვე ვიკითხე სკოლის შესახებ და რამდენიმე დღეში გია მიდელაშვილი გამომეხმაურა. მანვე წარმადგინა მამა ლუკასთან და მეორე დღეს უკვე მისი კურთხევით დაიწყო გზა, რომელმაც პირადად ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინა.

აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები საკმარისად არიან, ამიტომ ჩვენ სხვა მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ვაკეთებთ საიტს ასოციაციისთვის და გავხსენით ეს ბლოგი, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება კურთხევას.  ბლოგი მოემსახურება სამშობლოში დარჩენილი თანამემამულეებისთვის ემიგრანტული ცხოვრების გაცნობას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. აქ ნახავთ სიმართლეს ჩვენზე, რას გვრძნობთ, რა სირთულეების გადალახვა გვიწევს და როგორები ვართ სინამდვილეში. ამას გარდა გაეცნობით ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებას და რეალურ ადამიანებს, რომლებიც გვიამბობენ საკუთარ ისტორიებს.

მოკლედ, საქმე ბევრია და გეგმებიც აუარებელი. საიტის საშუალებით მიიღებთ სრულ ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებლური ასოციაციის ,,წმინდა გიორგის,, მოღვაწეობის შესახებ. ბლოგი კი გეძღვნებათ თქვენ ძვირფასო თანამემამულენო, ის თქვენთვის იწერება, რომ გაიცნოთ სამშობლოსგან შორს მყოფი შვილები, დები და ძმები. იცოდეთ, როგორ გვენატრებით და რას ნიშნავს ჩვენთვის იყო ქართველი საკუთარი მიწისგან შორს.

მე ერთ-ერთი  ავტორი ვარ და დანარჩენებს მალე გაიცნობთ. ეს პოსტი პილოტია, საცდელი ვარიანტი და მცდელობა, მომეთხრო თქვენთვის ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ. არ მინდა, ზედმეტად სემტიმენტალური ვიყო, მაგრამ ახლა, ამ წუთას ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიწყებთ დიალოგს, რომელიც აღარ შეწყდება და დასაწყისისთვის მინდა გითხრათ, რომ დიდი ბედნიერება და ტვირთია, იყო ქართველი. არჩევანი რომ მქონოდა, არ შევცვლიდი არცერთ წუთს ჩემი ცხოვებისას. მიყვარს სისხლი, რომელიც ვენებში დამდის და მიწა, სადაც ჩემი ძვლები უნდა დაიმარხოს. მე თქვენ მთელი არსებით მიყვარხართ….

მონატრებით თქვენი ნინია )

Advertisements

10 responses »

  1. წარმატებას გისურვებთ, ქალბატონო ნინია!!! უფალი იყოს თქვენი და ყველა ემიგრანტის მფარველი!!!, ისეთი საქართველო დაგხვედროდესთ, რომელშიდაც ესპანელებს, იტალიელებს, ფრანგებს თუნდაც ამერიკელებს ჰქონებოდეს სურვილი საქართველოში ემუშავათ და იქ გამ დიდრებულიყვნენ

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ბატონო ვახტანგ კეთილი სურვილებისთვის. ღმერთმა მშვიდობით დაგვიხვედროს თქვენი თავი, ვონც მანდ გვეგულებით და გვიყვარხართ…

      პასუხი
  2. უსიტყვოდ ვერ დავტოვებდი ამ პოსტს , მეც ქართველი ემიგრანტი ვარ და ჩემი კავშირი ამ ყოველივესთან ძალიან ახლოსაა. ვეთანხმები ნინიას იმაში რომ ეს ჩვენთვის და თქვენთვის შევქმენით, რათა უკეთ გაიგოთ ყველა იმ ქართველი ემიგრანტის განცდები და გრძნობები რასაც სამშობლოს დანაკლისი იწვევს, მიხვდეთ იმას რომ სამშობლოს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის! მარიამი :))

    პასუხი
  3. warmatebebs gisurvebt im did saqmeshi romelic wamoiwyett..upali shegewiot da gagadzlierot… dzalian menatreba saqratvelooo

    პასუხი
  4. :**** umagresi adamiani xar nini A 😉 :* ufali gfaravdes

    Ps 😀 mec gavagrdzele wera chem temaze 😀 da ar vici ra iqneba ise dzlian bevri ragac damgrovia dasaweri 😀 :**

    პასუხი
    • გიო, დიდი იმედი მაქვს რომ ცოტას გვიწილადებ შენი ნამუშევრებიდან და იქნები ჩვენი ნაწილი… ღმერთი ჩვენსკენ..

      პასუხი
  5. უფალმა გაგაძლიეროს ნინო.. შენს გვერდით ვარ ხომ იცი..მჯერა შენი შესაძლებლობების და იმის რომ ეს ბლოგი სულ მალე მოიპოვებს პოპულარობას.. წინ დიდი მომავლისაკენ 🙂 სოფო..

    პასუხი
    • ეს შენი ბლოგიცაა ))) დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და იმისთვის, რომ გჯერა ჩვენი… იმედი მაქვს, ითანამშრომლებ ჩვენთან…

      პასუხი
  6. me mjera sheni nini.mec ase vfiqrobdi ,rodesac skolis gaxsnaze vocnebobdi,mere kvelaferi gmertis nebit carimarta,titoeuli qartveli bavshvi -aq sazgvargaret–chems samsholotan mkavs gaigivebuli,chven arcerti margaliti ar unda davkargot.gisurveb carmatebebs…..tamari

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: